მიზნები გუნდი პარტნიორები
 
 
 
 
 
 
 

პარტნიორები

ინფორმატიკის ფრანგულ-ქართული ინსტიტუტი ქვემოთ ჩამოთვლილ პარტნიორთა ინიციატივითა და ფინანსური დახმარებით დაარსდა:
  • წლების განმავლობაში ინფორმატიკის ფრანგულ-ქართული სკოლის შექმნაში მთავარი ფინანსური ხელშემწყობი იონიის გენერალური საბჭო იყო. საფრანგეთის მეღვინების რეგიონი - იონი, საქართველოს მეღვინეობის რეგიონთან - კახეთთან პარტნიორობითა და ინფორმატიკის ფრანგულ-ქართულ სკოლასთან თანამშრომლობის საფუძველზე საშუალებას აძლევდა კახეთის ახლაგაზრდებს სწავლა გაეგრძელებინათ ინფორმატიკის ფრანგულ-ქართულ სკოლაში.   
  • ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო, რომლის წევრებიც უმაღლესი სასწავლებელები, კვლევითი ცენტრები და სხვადსხვა ინსტიტუტების ქსელები არიან 470 წევრ ინსტიტუტს აერთიანებს 49 ქვეყანაში. სააგენტო ახორციელებს ფრანკოფონული ფილიერების პროექტებს და ხელს უწყობს ფრანგული ენის განვითარებას საუნივერსიტეტო წრეებში. სააგენტომ მონაწილეობა მიიღო სკოლის დაფინანსებაში, ორგანიზაციას უწევდა რა მის ფუნქციონალობას. სააგენტო სკოლის დახმარებას ამჟამადაც აგრძელებს, რაც სხვადასხვა მისიების დაფინანსებასა და სტიპენდიების გაცემაში გამოიხატება. აღსანიშნავია, რომ თსუ ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ასოცირებული წევრია.
  • საფრანგეთის საელჩო საქართველოში, რომელმაც დააფინანსა ინფორმატიკის ფრანგულ-ქართული სკოლის სტუდენტებისთვის განკუთვნილი ფრანგული ენის მოსამზადებელი ინტენსიური კურსები. ამავე დროს  უზრუნველყოფს ფრანგი სტაჟიორი მასწავლებლის (ფრანგული ენა უცხოელთათვის) მიერ სალექციო კურსის ჩატარებას სკოლის სტუდენტებისთვის.  ყოველწლიურად საელჩო გასცემს სასწავლო სტიპენდიებს ინფორმატიკის ფრანგულ-ქართული სკოლის სტუდენტებისთვის. საელჩოს მეშვეობით სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია საელჩოს კულტურის სამსახურის მიერ ორგანიზებული ყველა ღონისძიება. საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი სკოლის სტუდენტებს სთავაზობს ფრანგული ენის კურსებს. აღნიშნულ ინსტიტუტთან ინფორმატიკის ფრანგულ-ქართული სკოლა მჭიდროდ თანამშრომლობს.
  • საქართველოს საელჩო საფრანგეთში: საქართველოს საელჩო საფრანგეთში სკოლის დაარსების თანამონაწილე იყო.
  • პარტნიორი უნივერსიტეტები:
    • თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
    • უნივერსიტეტი პარიზი 8
    • ვერსალის უნივერსიტეტი
    • აღმოსავლური ენებისა და ცივილიზაციების ინსტიტუტი, მულტილინგვური ინჟინერიის კვლევითი ცენტრი.
ბოლო განახლება: 25/06/2015
თსუ-ს ფრანგულ-ქართული ინსტიტუტი. © 2012
დიზაინერი: ელენე შენგელაია
ვებ-საიტი: თეა ხარიტონაშვილი