მიზნები გუნდი პარტნიორები
 
 
 
 
 
 
 

ჩვენს შესახებ

ინფორმატიკის ფრანგულ-ქართული სკოლა 2002 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში დაარსდა იმჟამინდელი საქართველოს ელჩის საფრანგეთში - ბატონი გოჩა ჩოგოვაძის, უნივერსიტეტ პარიზი 8-ის პროფესორის - ბატონი არალდ ვერცისა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს იმჟამინდელი რექტორის - ქალბატონი მიშელ ჟანდრუ-მასალუს ინიციატივით. 2008 წლიდან ინფორმატიკის ფრანგულ-ქართული სკოლა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტს შეუერთდა. აღნიშნული სასწავლო პროგრამა საბაზისო ცოდნას იძლევა ინფორმატიკოსებისთვის, მთელი თავისი კომპლექსურობითა და მრავალფეროვნებით განკუთვნილია სხვადასხვა დაწყებითი განათლების მქონე სტუდენტების ფართო წრისთვის. პროგრამის დასრულების შემდგომ სტუდენტი შეძლებს შექმნას და განახორციელოს პროგრამები და სწრაფად აითვისოს პროგრამირების ახალი ენა. ის შეიძენს ინფორმატიკული სისტემების გაღრმავებული ცოდნასა და მატერიალურ და პროგრამულ გარემოსთან ადაპტაციის უნარს. სტუდენტი აიმაღლებს ზოგად კულტურულ დონეს და დაეუფლება სხვა მეცნიერებების (კონკრეტულად მათემატიკის) ღრმა და საფუძვლიანი ცოდნას. ინფორმატიკაში ტექნოლოგიების გამძლეობა სამიდან ოთხ წლამდე გრძელდება და სამსახურის მოპოვება გულისხმობს საწარმოს არჩევანთან ადაპტირების უნარს. ასე რომ, სასწავლო პროგრამა აქცენტს აკეთებს ცოდნის მიღების მეთოდებზე. სწავლება მოიცავს ფუნდამენტური ინფორმატიკის ყველა ასპექტს (ხელოვნური ინტელექტი, გრაფიკული პროგრამირება, პარალელური ალგორითმები, ნეირომიმეტური ქსელები...). პროგრამის შინაარსი მოიცავს ინფორმატიკის უახლეს მიღწევებს და ხელოვნური ინტელექტის ინჟინერიის განვითარებასთან მჭიდრო კავშირშია, რაც სტუდენტს დაეჭმარება მზად იყოს ტექნოლოგიების მომავალი ევოლუციისათვის.

პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება ორმაგი ხარისხის დიპლომი: უნივერსიტეტ პარიზი 8-ის ინფორმატიკის ლისანსის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების ბაკალავრის დიპლომი. იგეგმება არსებული საბაკალავრო პროგრამის გაფართოება მაგისტრატურის დონზე, რაც სტუდენტს მიღებული ცოდნის გაღრმავების საშუალებას მისცემს. პროგრამა ასევე ხელს შეუწყობს რეგიონალური მაშტაბით არსებული  სამეცნიერო კვლევითი ქსელის განვითარებას, რაც,  თავის მხრივ, ინფორმატიკის მაღალი დონის რეგიონალური ცენტრის შექმნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

პროგრამა აკრედიტირებულია საფრანგეთის განათლების ეროვნული სამინისტროს მიერ, ფრანგული ენის გაღრმავებული სწავლების პირობით. სწავლება ხორციელდება ქართველ და ფრანგ მასწავლებელთა შერეული გუნდის მიერ. ლექციები შედგება მთავარი, სალექციო და პრაქტიკული კურსებისგან.

ლექციის დამხმარე რესურსები (ტექსტები, სავარჯიშოები, მაგალითები) ხელმისაწვდომია ფილიერის საიტზე. კომპიუტერთან პრაქტიკულ მუშაობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება (დაახლოვებით 30 კომპიუტერი მაქსიმუმ 3*25 სტუდენტისთვის).

მიმდინარეობს მოლაპარაკებები უნივერსიტეტ პარიზი 8-ის დისტანციური სწავლების ინსტიტუტთან ფილიერის სტუდენტებისთვის მათი ლექციების, როგორც დამხმარე საშუალების გამოყენების თაობაზე. სწავლების მესამე კურსის ბოლოს სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს სტაჟირების ფარგლებში გაკეთებული პროექტი.

სტუდენტთა უმრავლესობა ქართველები არიან, მაგრამ მეზობელი ქვეყნების სტუდენტების მიღებისათვის ბარიერი არ არსებობს. დღეისათვის ინსტიტუტს კურსდამთავრებულთა 10 ნაკადი ჰყავს. მათ შორის 45% -მა სწავლა გააგრძელა მაგისტრატურაში, საფრანგეთსა და სხვა ფრანკოფონულ ქვეყნებში, რომელთაგან 15%-ის სწავლა პარტნიორების მიერ იქნა დაფინანსებული.
ბოლო განახლება: 25/06/2015
თსუ-ს ფრანგულ-ქართული ინსტიტუტი. © 2012
დიზაინერი: ელენე შენგელაია
ვებ-საიტი: თეა ხარიტონაშვილი